
Murcof - Fernando Corona
ადამიანი გენია! ადამიანი მაგარი საუნდი! ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ელექტრონული და კლასიკური მუსიკის შერწყმაში. ის ამ ბლოგზე ერთხელ უკვე ვახსენე…Erik Truffaz-თან გაკეთებული ალბომის გამო, ახლა კი უფრო კონკრეტულად მის შესახებ.
Murcof-ი ანუ Fernando Corona დაიბადა მექსიკაში…1970 წელს…მისი ბავშვობის და ყმაწვილობის შესახებ დიდ ინფორმაციას ვერ ვფლობ ნამდვილად:), მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ თავიდან იგი იყო წევრი მექსიკური ელექტრონული პროექტისა Terrestre. 2000 წელს იგი გამოეყო ამ პროექტს და დაიწყო კიდეც სოლო კარიერა. დღეისათვის იგი ბარსელონაში ცხოვრობს და იქ ქმნის მის მუსიკასაც.
მისი შემოქმედება, როგორც ავღნიშნე ელექტრონული და კლასიკური მუსიკის ჰიბრიდს წარმოადგენს…კერძოდ მისი მუსიკა შემდეგ მიმდინარეობებს ეკუთვნის: minimal, modern classic, drone, electronica, idm, glitch, ambient.

Remembranza
ახლა გთავაზობთ, მის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომს Remembranza-ს. ალბომი შედგება 7 მაგარი track-ისაგან…რომელთა უმეტესობა საკმაოდ ხანგრძლივია, რაც ზოგადად ახასიათებს მის შემოქმედებას…ისევე როგორც უმეტესობას მუსიკოსებისა, რომელიც modern classic-სა და drone მუსიკას აკეთებენ. ალბომში გამოყენებულია, ისევე როგორც სხვადასხვა ელექტრონული ხმები…ასევე პიანინოც…რაც ძალიან მაგარ ეფექტს იძლევა…შეიძლება ითქვას, რომ იგი არის გარკვეულწილად Dark…:) და შეიძლება ცოტათი შემაშინებელიც…ნუ ზოგისთვის…მეტს არაფერს აღარ ვიტყვი…listen and enjoy: Murcof – Remembranza









ამჯერად ვდებ ბასინსკის პირველ ალბომს
პირველი პოსტი, რომელიც აგერ უკვე მერამდენედ დარეგისტრირებულ ბლოგზე მინდა გავაკეთო, ეხება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალი მუსიკოსის AGF (Antye Greie) და ფინელი ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი წარმომადგენლის Vladislav Delay-ს ( Sasu Ripatti) ერთობლივ ალბომს.